ამერიკამ და ინდოეთმა მარსის კვლევის ერთობლივ პროგრამას მოაწერეს ხელი
ერთი თვის წინ, ამერიკის აეროკოსმოსური სააგენტოს საფრენმა აპარატმა MAVEN-მა წარმატებულად მოახერხა მარსის ორბიტაზე გასვლა და პირველი ინფორმაციის და სურათების გადმოგზავნა დედამიწაზე. აღსანიშნავია, რომ მარსის კოსმოსური ზონდის შექმნაში ინდოელმა ასტროფიზიკოსები და ინჟინრები მონაწილეობდნენ. ეს არ არის მათი პირველი თანამშრომლობის მაგალითი,- დაახლოებით 2 წლის წინ ამერიკელმა და ინდოელმა სპაციალისტებმა მარსის ატმოსფერული კვლევის პირველი პროგრამა შექმნეს, რომლის სრულფასოვანი გაგრძელება 2014 წლის ბოლოს მოხდება. ახალი პროგრამის ავტორები არიან თვით ნასას ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი და ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რადხაკრიშანი.