ფოჩხუა – მიხეილ ყაველაშვილზე: 2025 წლიდან საქართველოს ეყოლება ნამდვილი პატრიოტი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული, მებრძოლი და პრინციპული პრეზიდენტი

“ძლივს, ამდენი ცუდი გამოცდილებისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ იწვნია ყოფილი პრეზიდენტებისგან, დასრულდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ის პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება.

“2025 წლიდან საქართველოს ეყოლება ნამდვილი პატრიოტი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული, მებრძოლი და პრინციპული პრეზიდენტი, რომელიც გამორიცხულია მიეყიდოს უცხო ძალებს ან უღალატოს თავის ქვეყანას, თან შეხედავ, გესიამოვნება.

ვულოცავ პირადად მას და ჩვენს სამშობლოს!“, – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები