ბრიტანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები ვიზების გახანგრძლივებას შეძლებენ
უკრაინელები, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დიდ ბრიტანეთში სპეციალური სავიზო რეჟიმით ჩავიდნენ, 2025 წლის თებერვლიდან ვიზის გახანგრძლივებას კიდევ 18 თვით შეძლებენ.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ცვლილება საშუალებას მისცემს უკრაინის მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დიდ ბრიტანეთში დარჩენის ნებართვა უკრაინული [ვიზის] სქემების მიხედვით, რომ გაერთიანებულ სამეფოში კიდევ 18 თვის განმავლობაში დარჩნენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.