მახაშვილი – ოპოზიციაზე: უსმინონ საკუთარ ხალხს; პარლამენტში ისინი შეჰყავს არა რომელიმე უცხოელს, არამედ, საკუთარ მოსახლეობას არჩევნების გზით
“ერთი რჩევა მექნება ყველასთვის – უსმინონ საკუთარ ხალხს იმიტომ, რომ პარლამენტში ისინი შეჰყავს არა რომელიმე უცხოელს, არამედ, საკუთარ მოსახლეობას არჩევნების გზით”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
“არც პირველი იყო ეს შემთხვევა, როდესაც საკუთარი ამომრჩეველი მიატოვეს ამ ლიდერებმა და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება. ლიდერებიდან ზოგი სახლში იყო ალბათ თბილად, ზოგი სადღაც გარბოდა, მაგრამ უკვე მართლა ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანების შეფასება. სადაც არ უნდა იყვნენ, გარეთ თუ შიგნით, ერთი რჩევა მექნება ყველასთვის – უსმინონ საკუთარ ხალხს, იმიტომ, რომ პარლამენტში ისინი შეჰყავს არა რომელიმე უცხოელს, არამედ, საკუთარ მოსახლეობას არჩევნების გზით,” – აღნიშნა მახაშვილმა.