“დღეს, როდესაც ქალბატონი ლექსმანი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ეუთო/ოდირი გარკვეული გავლენების ქვეშ იმყოფება და მათი დასკვნები არ შეიძლება, იყოს ობიექტური, ვიტყოდი, რომ ეს სენსაციური განცხადებაა. საინტერესოა, თავად ეუთო/ოდირს როგორი დამოკიდებულება ექნება ქალბატონი ლექსმანის განცხადებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირის მთელი სტრუქტურებისთვის ეუთო/ოდირის დასკვნები არის სახელმძღვანელო დასკვნები.
“ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოსთან მიმართებით მართლაც იყო პოზიტიური და როგორც ჩანს, პოზიტიური დასკვნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში არ შედის ევროკავშირში. ამიტომ, ჩვენ ვისმენთ ასეთ სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო განცხადებებს.
სხვათა შორის, ქალბატონი ლექსმანი ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული სიმპათიებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა: “სამწუხაროდ, „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები სამართლიანი არჩევნებით”.