კოსტა-რიკის დედაქალაქთან ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა
კოსტა-რიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, პატარა თვითმფრინავი კოსტა-რიკის დედაქალაქის, სან-ხოსესკენ მიფრინავდა და მის ბორტზე 6 მგზავრი, მხოლოდ კოსტა-რიკის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, მეექვსე მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.