ნინო ფოჩხუა – სალომე ზურაბიშვილზე: დამთავრდა ამ ქალის აგენტურული ბოგინი ჩვენს ქვეყანაში

“მორჩა, დამთავრდა ამ ქალის აგენტურული ბოგინი ჩვენს ქვეყანაში, ახალ 2025 წელს ამ ქალის გარეშე შეხვდება საქართველო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მიუხედავად მისი ფროელინების იმედისა, პრეზიდენტის სასახლეში კიდევ ხუთი წლით გამაგრებაზე, ჩაილურის წყალი დალია.
ახლა ვის რაღაში უნდა ეს ქალი, იმ ექსტრემისტულ ოპოზიციასაც ხომ მხოლოდ მისი სტატუსი სჭირდებოდა.
ოპოზიციაში მიუღებელია, ქვეყნის უმრავლესობა მოსახლეობისთვის ხომ კიდევ უფრო, ასე რომ, მომავალში ტურისტულად თუ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ ამის სურვილიც მალე გაუქრება, რადგან საკუთარ, მართალია ხარის, ტყავზე იგრძნობს ხალხის ზიზღს და მიუღებლობას.
აი, ასე მთავრდება აგენტების და ქვეყნის მოღალატეების ცხოვრების გზა”, – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები