წალენჯიხის გამგებლის თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, რ. მ. და გ. კ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლებმა რ. მ. და გ. კ. მოქალაქეს ხე-მცენარეების ადგილწარმოშვების ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვეს 850 ლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.