მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
ქუთაისის საოლქო პროკურატურამ მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის, ლაშა ჯიხვაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ჯიხვაშვილს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით წარედგინა. შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა. მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.