საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს
საბერძნეთის სასამართლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს. პროცესი საბერძნეთში დღეს გაიმართება.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.