რატი იონათამიშვილი: ბუნებრივია, სააკაშვილს ისევ ძალადობისკენ ექნება მოწოდებები, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მიზნებს ახდენა არ უწერია

“ბუნებრივია, რომ სააკაშვილს ისევ ძალადობისკენ ექნება მოწოდებები, თუმცა  „ნაცმოძრაობის“ მიზნებს ახდენა არ უწერია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, “ნაცმოძრაობა” ქვეყნისთვის დიდი შავი ლაქაა.

„თავის დროზე ქვეყანაში მისი ლაჩრული შემოპარვაც იმით იყო განპირობებული, რომ აქ არეულობა და ესკალაცია გამოეწვია. რა თქმა უნდა, მას ისევ ძალადობისკენ ექნება მოწოდებები, რაც ბუნებრივია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია და რევოლუციის მოწყობის არანაირი რესურსი არ აქვს. „ნაცმოძრაობის“ მიზნებს ახდენა არ უწერია. ისინი არიან დიდი შავი ლაქა ქვეყნისთვის. ამ ადამიანებს არეულობის რესურსი კი არა, 10-15 ადამიანზე შეკრების მეტის რესურსი არ აქვთ. ეს მოღალატეობრივი საქმიანობის გამო დაიმსახურეს. მათ მხოლოდ ისეთი წერილების წერის რესურსი აქვთ, რაც რამდენიმე დღის წინ გააკეთეს. სწორედ ამიტომ არიან მოღალატეები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა მიწოლა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები