რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებთან ერთად ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, არპარსლან ბაირახტარმა. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მისწრაფებას შუა დერეფნის, სამხრეთ გაზის დერეფნის რეალიზაციის კუთხით და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის გადაცემის, მწვანე წყალბადის პროექტების განვითარების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს,  რომლითაც საქართველო დაუკავშირდება ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს. მინისტრების შეფასებით, ეს კავშირი გააძლიერებს განახლებადი ენერგიების წარმოებას, სატრანზიტო შესაძლებლობებს და ვაჭრობას ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეშვეობით  საქართველო შესაძლებლობებს აძლევს თურქეთს და რეგიონის ქვეყნებს, ექსპორტზე გაიტანონ ელექტროენერგია ევროკავშირში.