ამერიკელმა მეცნიერებმა სიკვდილის წინასწარმეტყველების მეთოდი იპოვეს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა სიკვდილის მოახლოების ამოცნობის მარტივი მეთოდი იპოვეს. მათი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ მოახლოებული სიკდილის წინასწამეტყველებას ყველაზე უკეთ სუნის შეგრძნების დაქვეითება-დაკარგვა წარმოადგენს. მეცნიერების აზრით, ეს მეთოდი გაცილებით უკეთ ასახავს მოსალოდნელი სიკვდილის საშიშროებას, ვიდრე გულის ქრონიკული უკმარისობა, ონკოლოგიური ან სხვა დაავედებები.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაში 3 ათასზე მეტი, 57-85 წლის ასაკის ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გადიოდნენ ტესტს ხუთი არომატის: წიწაკის, თევზის, ფორთოხლის, ვარდის და ტყავის სურნელების ამოცნობაზე.
ტესტში მონაწილეობისას მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. მონაწილეებს ხუთი წლის განმავლობაში უტარებდნენ ტესტს სუნის ამოცნობაზე.
როგორც გაირკვა, ადამიანები, რომლებსაც სუნის ამოცნობის შეგრძნება თანდათან დაუქვეითდათ, მალე ხანენბში გარდაიცვალენ. ჩიკაგოელი მეცნიერების აზრით სუნის შეგრძნების დაქვეითება-გაქრობა ერთგვარ წინასწარმეტყველებას წარმოადგენს იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც კარგად არ მიმდიარეობს. თუმცა ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ამ ფენომენის უკან დგას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები