მამუკა მდინარაძე: იმის აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა ოპოზიციის მომხრეებსაც კი არ აქვთ
“ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით იმდენად არარეალურია, რომ მათ მომხრეებსაც კი აღარ აქვთ ამის აღქმა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ხალხი იმდენად არ იჯერებს, რომ ამან მუხტი, რა თქმა უნდა, დაწია. 2020 წელს მათ აბსოლუტურად სხვა მუხტი ჰქონდათ და მათ მომხრეებს თუნდაც, ახლა მე მათ მომხრეებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განწყობა და აღქმა მათ მომხრეებშიც კი არ არის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ისინი ერთგვარად თავის პატრონებს თავს მოაწონებენ, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და ეს არგუმენტი გამოადგებათ პარლამენტის წევრობაზე უარის არ თქმაში. მათ ხომ ძალიან არ უნდათ პარლამენტის მანდატების დატოვება, იმდენად არ უნდათ, რომ წინასწარ უდროო დროს, არაკანონიერ დროს, ასე დავარქვათ, დაწერეს განცხადებები, რომ მერე როცა დრო იქნება და კანონი ამას ითვალისწინებს, მაშინ არ მოუწიოთ დაწერა და თავის პატრონებთანაც იმართლებენ თავს“, – განაცხადა მდინარაძემ.