გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო სიების ჩახსნაზე: მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს

“მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს. შესაბამისად, ამიტომაც არიან 61 ოპოზიციონერიდან უმრავლესი მათგანი მიყუჩებულები ბუჩქებში და ელოდებიან დაფინანსებას, ხელფასებს, კომფორტს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინა მოწვევის პარლამენტიდან მათ აქვთ გამოცდილება, ოპოზიციონერები სიების ჩახსნის შემდეგ როგორ ითხოვდნენ სიების აღდგენას.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება წინა მოწვევის პარლამენტში, რომ როდესაც სიები ჩახსნეს პარლამენტის მოქმედების შემდგომ, რამდენიმე თვეში პირდაპირი გაგებით გვთხოვდნენ, კანონში შეგვეტანა ცვლილება, რომ აღედგინათ ეს სიები. მეტსაც გეტყვით, საუბარი აღარ იყო დაფინანსების შეწყვეტაზე, მათ სურდათ, რომ ეს დაფინანსება ისევ გაგრძელებულიყო. ასე, რომ ეს მწარე გამოცდილება აქვთ ოპოზიციონერებს. შესაბამისად, ამიტომაც არიან მიყუჩებულები ბუჩქებში უმრავლესი მათგანი, 61 ოპოზიციონერისგან და ელოდებიან დაფინანსებას, ხელფასებს, კომფორტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები