საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ეკა ბესელია მივიდა

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იურისტი, ეკა ბესელია მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, მზად არის, გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს.

“რამდენიმე ფაქტია, მათ შორის არის უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა.

იცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი, ამ პროცესისთვის ვემზადებით და მე ვიქნები წარმომადგენელი პროცესზე. ამის გარდა, არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის წყაროები, უშუალო თვითმხილველი პირები არსებობენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები