მამუკა მდინარაძე: „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე ქართველებს მკაფიო დამოკიდებულება აქვთ და ამ საკითხზე შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია

თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია.

„თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით. ასეთი მოცემულობა ჩვენთვის მიუღებელია, ასეთი შანტაჟის ენით საუბარი ქართველების მკაფიო დამოკიდებულებაზე, უარის თქმასთან დაკავშირებით, რაც არის გამორიცხული შედეგთან მიმართებით. უფრო მარტივად რომ ვთქვა, თუ ჩვენ ვიღაც გვეტყვის, რომ ბავშვებში დაუშვით ლგბტ პროპაგანდა, თორემ არ მიგიღებთ ევროკავშირშიო, ჩვენ ჯიუტად ბოლომდე ვიტყვით, რომ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები და გვირჩევნია დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, თუნდაც გაგვიჭიანურდეს პროცესი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები