“საღებავების გადასხმა ადამიანების მიმართ მისაღები ფორმაა თუ არა? რატომ გაუჭირდათ ამაზე პასუხის გაცემა? “,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შავი საღებავების შესხმა ადამიანებისთვის მისაღები ფორმაა, ოპოზიციამ ეს უნდა თქვას.
„საშინელება გაუკეთებია სასამართლოს. უნდა ირბინოს და ასხას თვალში ხალხს საღებავები. ეს ხომ პროტესტის ფორმაა? იქნებ ჰკითხოთ, ოთხი დღეა ამას ვიხვეწები, ეს საღებავების გადასხმა ადამიანების მიმართ მისაღები ფორმაა თუ არა? თუ მისაღები ფორმაა ძალიან ბევრი მსურველი იქნება რეალურად ამორალურ ადამიანებს და ჯაშუშებს საღებავები ასხან თავზე. თქვან, რატომ გაუჭირდათ ამაზე პასუხის გაცემა? თუ არ არის მისაღები, მაშინ იმისგან რატომ არის მისაღები? თუ მისაღებია მაშინ მერე ვნახოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა. მომხდარის გამო, კირთაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და კომისიაში მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდა.