მდინარაძე – არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის უარზე: არ თანამშრომლობენ შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ

“არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს – ვერ ითანამშრომლებენ, გულითაც რომ უნდოდეთ რადგან, რომ მივიდნენ პროკურატურაში, უნდა უთხრან რაღაც კონკრეტული და ვერსიაც კი არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის უარის შეფასებისას განაცხადა.

„დავსვი კითხვა და ვერსიაც კი არ გააჩნიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ უნდა გასცენ კითხვებზე პასუხები – მაგალითად ეს 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოგვეჩვენა თუ მართლა მოვიდა? რიგები მართლა იყო თუ მოგვეჩვენა? თუ არ მოგვეჩვენა და მართლა მაღალი აქტივობა იყო, რა მოხდა? 4-იანები, 5-იანები, 9-იანები და 25-იანები შეიცვალა აპარატში – როგორც თვითონ ლაპარაკობენ, აპარატში ეშმაკი იჯდა და შეიცვალა 41-ით? ან ეს სისულელე უნდა ამტკიცონ, ან ის უნდა თქვან, რომ ეს რიგები მოგვეჩვენა ყველას. ან მესამე ვერსია – რომ ფარულობა დაირღვა, რადგან კონვერტი ვერ დამოკლდაო, ეს სისულელე უნდა ამტკიცონ. თითქოს, 300 ათასიდან 400 ათასამდე ადამიანმა ეს აღიქვა, შეშინდა ამით, ოღონდ 50 ათასზე მეტმა დამკვირვებელმა და მათმა წარმომადგენელმა ეს ვერ ნახა და ამას 3-4 დღის შემდეგ მიხვდნენ. რომელიღაც სისულელე უნდა ამტკიცონ და ამის მტკიცებას ურჩევნიათ, რომ არ ამტკიცონ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები