მდინარაძე – ოპოზიციაზე: გამორიცხული არ არის, ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ პარლამენტში, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს
“ჩემი მოლოდინია, რომ გამორიცხული არ არის, ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ პარლამენტში, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.
“თუმცა, ეს შეიძლება, არ იყოს სწორი პროგნოზი, აქ 50/50-ზეა. საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად, რადგან მათ შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. ჩვენ ასეთი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან, სწორედ იმიტომ დაწერეს განცხადებები უფლებამოსილების ცნობამდე, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა”, – აღნიშნა მდინარაძემ.