პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს
ქუთაისის საოლქო პროკურატურა მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის, ლაშა ჯიხვაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
სასამართლო პროცესი 24 საათის განმავლობაში გაიმართება. ჯიხვაშვილს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა. მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.