“უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვის გაცემით ბაიდენმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური სარმა დაუდო ტრამპს” – ანჯაფარიძე

“უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვის გაცემით ბაიდენმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური სარმა დაუდო ტრამპს და მის ფართოდ რეკლამირებულ გეგმას უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებაზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თუმცა, არსებობის უფლება აქვს მეორე ვერსიასაც, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო ამ ორს შორის და ტრამპს უკეთესი პოზიციები ექნება რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუკი ამ სარაკეტო დარტყმებით, რუსეთს მიუღებელი ზარალი მიადგება.

თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს შეეწირება უკრაინა, რადგანაც კრემლიდან უკვე წამოვიდა გაფრთხილება, რომ საპასუხო დარტყმა იქნება გამანადგურებელი და შესაძლოა, აშშ-ც ვერ ასცდეს ამას”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები