ილონ მასკს თვითმფრინავების რაკეტებით ჩანაცვლება სურს

ილონ მასკი გეგმავს Starship-ის ზესწრაფი კოსმოსური ხომალდები კონტინენტშორისი გადაადგილებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას «Daily Mail» ავრცელებს.

კომპანია გეგმავს მინიმუმამდე დაიყვანოს მგზავრობის დროს: ფრენა ლონდონიდან ნიუ-იორკში 29 წუთს გასტანს, ნიუ-იორკიდან პარიზში  – 30 წუთს, შანხაიში – 39 წუთს, ხოლო ციურიხიდან სიდნეიში – 50 წუთს მოანდომებს.

Starship-ი შეძლებს საათში 27 000 კილომეტრის სიჩქარის განვითარებას კოსმოსში აფრენისას და დანიშნულების ადგილზე ჩაფრენისას. მაგრამ მასკი აცხადებს, რომ ასეთი რეისები იაფი არ დაჯდება – ბილეთის საფასური ერთი მიმართულებით რამდენიმე ათასი დოლარი ეღირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები