გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, ხმაურია

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცავები ცდილობდნენ აქტივისტები გიორგი კალანდარიშვილის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაეყვანათ, რა დროსაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები