“არავის სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ და აგენტურის ლეგიტიმაცია. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი და ქართველმა ხალხმა მიანიჭა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ შედგება საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რა საბოტაჟს შეეცდებიან „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული პირები.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს კონკრეტული ადამიანები საქართველოს პარლამენტში შემოვლენ თუ არა. ჩვენ გვესმის, მათ შორის, განცხადებები, რომ არ მივანიჭებთ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციას. არავის სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ და აგენტურის ლეგიტიმაცია. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი და ქართველმა ხალხმა მიანიჭა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მილიონ 120 ათასზე მეტ გულმხურვალე ამომრჩეველს, საზოგადოების უღირსეულეს წარმომადგენლებს, რომლებიც დადგნენ ღირსების, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, წინსვლის, ეკონომიკური წარმატების მხარეს და უკვე მეცხრედ უარი უთხრეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს. ჩვენთვის მთავარია, რომ შედგება საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რა საბოტაჟს შეეცდებიან „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული პირები თუ პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.