არჩილ გორდულაძე: გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი ნივთიერების შესხმის ფაქტი წინასწარ კარგად დაგეგმილი ქმედებაა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

“ცესკოში მომხდარი ინციდენტი, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი ნივთიერების შესხმის ფაქტი წინასწარ კარგად დაგეგმილი ქმედებაა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

„ძალიან კარგია, რომ შს სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ადამიანს წინასწარ ჰქონდა მომზადებული ეს ნივთიერება, რომელიც ყავის ჭიქაში იყო მოთავსებული. შემდეგ თავი გაიბრაზა, მოიგიჟიანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახლოს მისულიყო თავმჯდომარესთან და შეესხა ეს ნივთიერება. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ როგორმე სცადონ ქართველი ხალხისთვის არჩევანის მოპარვა, როგორმე შეცდომაში შეიყვანონ ქართველი ხალხი, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, მიტაცებულია და სცადეს, ახლა როგორმე გადაედოთ ცესკოს სხდომა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და მადლობა უნდა გადავუხადოთ ღირსეულ ადამიანს, გიორგი კალანდარიშვილს, რომელმაც ყველანაირ შეურაცხყოფას გადააბიჯა და დადგა იმ უდიდეს შეურაცხყოფაზე მაღლა, რაც კირთაძემ ჩაიდინა – ქმედება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაულიც კი იყოს და მიიყვანა სხდომა ბოლომდე. ქართველ ხალხს მისცა საშუალება თავიანთი არჩევანი დაფიქსირებულიყო“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები