რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, „ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი

“სინამდვილეში, „ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფსევდოლიბერალი აგენტურის გაგებით ის სტუდენტი რა სტუდენტია, ნაცების მობრუნების აქციაში რომ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მერე რა, რომ სამასი ათასი ხმის გაყალბების სიცრუეში უნდათ დააჯერონ… სინამდვილეში, ნაცობა არის შავი ლაქა და ნაცების მხარდაჭერა – სირცხვილი. ამიტომ სწორი სამკლაურები უკეთიათ კოლექტიურ ნაცებს, შავი ლაქა!“, – წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ცესკოში დღეს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები