მამუკა მდინარაძე ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს!

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…”, – წერს მდინარაძე facebook-ზე.

ცნობისთვის, ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები