თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ფაქტზე: თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას – დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით

„ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია,” – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ინციდენტს.
მისივე თქმით, ცესკოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას.
„ის, რაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოხდა, არავის გაჰკვირვებია და სწორედ ეს არის უბედურება. უკვე მიეჩვია საზოგადოება ოპოზიციის უსინდისო და უღირსს ქმედებებს. რამდენი წელია ამ პოლიტიკურ შიზოფრენიას ვუყურებთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.
ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია. რადგან მათ აღვირახსნილ ქმედებას ბოლო არ უჩანს, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაეცეს ყველაფერს. თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით.
მსგავსი პოლიტიკური შოუს მნახველი კიდევ გავხდებით ამ დღეებში, მაგრამ ეს იქნება სწორედ მათი მოღვაწეობის დასასრული,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები