ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ისინი იქნებიან თუ არა პარლამენტში, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

“მათი სურვილი ერთია, რომ საქართველოს პარლამენტი არ შედგეს, ეს მათი სურვილი არ განხორციელდება. ისინი იქნებიან თუ არა პარლამენტში, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტის მუშაობას ვერ შეაჩერებს.

“წინა 4 წელი რომ იყვნენ პარლამენტში, ერთ კანონს მაინც თუ მისცეს ხმა?! დესტრუქციას ქუჩაში თუ იყვირებენ თუ პარლამენტის კედლებში, რა მნიშვნელობა აქვს?! კარგად იციან, რომ ვერაფერს გააუქმებენ, ვერც ამ პარლამენტის მუშაობას შეაჩერებენ. საერთოდ,პრეზიდენტი არაფერ შუაშია იმასთან დაკავშირებით, პარლამენტი შედგება თუ არა. ერთი სიმბოლური უფლება აქვს და ამ უფლებასაც, რა თქმა უნდა, დაარღვევს პრეზიდენტი,”- აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები