ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება – ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი

“ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ფაქტზე აცხადებს, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა.

წილოსანის თქმით, ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი.

“ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს. კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია.
ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი”,- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები