გიორგი კალანდარიშვილი: არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა
“არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებიდან თითქმის 20-ე დღეა გასული და ვერავინ უზრუნველყო რაიმე მტკიცებულება წარედგინა, რომელიც ფარულობის დარღვევას დაადასტურებდა.
„ეს არის ფართომასშტაბიანი ისტორიული პროექტი, რომელიც ინსტიტუციამ მაღალპროფესიულ დონეზე განახორციელა საერთაშორისო სტანდარტებით. დაწყებული პილოტების ჩატარებით, სადაც ჩართულობა მაღალი იყო. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც მივედით. არანაირი ბმა ბიულეტენსა და ამომრჩეველს შორის არ არსებობს და ფაქტობრივად, პრინციპის დონეზე ფარულობა და არც ისე ინდივიდის არჩევანის ფარულობა არ დარღვეულა. დღეს, თითქმის 20-ე დღეა არჩევნებიდან და ვერავინ უზრუნველყო რაიმე მტკიცებულება წარმოედგინათ, რომელიც დაადასტურებდა ფარულობის დარღვევას”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.