მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში
“ქართული ოცნების” წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ შავი საღებავის შესხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება. ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს!!! არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში”, – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.