მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცესკოში სხდომა განახლდა

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცესკოში სხდომა განახლდა. სხდომის განახლებისას ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო, რომელმაც სხდომის დროებით შეწყვეტა გამოიწვია. კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, სავარაუდოდ, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება.

„ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები