ცესკოს შენობასთან სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

პარალელურად, ცესკოში სხდომაა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ-ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.

ადგილზე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები და მხარდამჭერები არიან, ასევე აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები