ლივერპულში ავტობუსი ავარიის შედეგად მარიხუანას პლანტაციით სავსე სახლში შევარდა

ლივერპულში ავტობუსის ავარიის შედეგად მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინეს. გამოცემა „The Independent“-ის ინფორმაციით, ავტობუსის მართვისას 60 წლის მძღოლი შეუძლოდ გახდა და ერთ-ერთ სახლში შევარდა. ავარიის შედეგად სახლში გაზის გაჟონვა მოხდა, გარდა ამისა ავტობუსის მგზავრებმა დაზიანებები მიიღეს.
ყველაზე საინტერესო მოვლენები კი შემდგომ განვითარდა. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურებმა და პოლიციამ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები