ჰაიტის ყოფილი დიქტატორი ჟან-კლოდ დიუვალიე გარდაიცვალა

4 ოქტომბერს ჰაიტის ყოფილი დიქტატორი ჟან-კლოდ დიუვალიე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექსპრეზიდენტის გარემოცვის ინფორმაციით, დიუვალიეს გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
დიუვალიე ჰაიტის ხელისუფლების სათავეში 1971 წელს მოვიდა და 1986 წლამდე ჰაიტის უმაღლესი პირი გახლდათ. ბები დოკის მეტსახელით ცნობილი დიქტატორის რეჟიმმა ჰაიტში 60 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1986 წელს ჰაიტში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დიუვალიე საფრანგეთში გაიქცა. 2011 წელს დიუვალიე ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დიუვალიე დღეს პორტ-ო-პრენსში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები