ლუკაშენკო – “ღმერთმა დაგვიფაროს, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ”

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჯერ არ არის მზად ქალი პრეზიდენტისთვის.

“ღმერთმა დაგვიფაროს, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ. ბელარუსში პრეზიდენტი მთავარსარდალია. ამასთან, ეს ურთულესი სამსახურია. ქალის ასე დატვირთვა საჭირო არ არის, ეს არ არის ცერემონიული თანამდებობა. შეიძლება დროსთან ერთად მივიდეთ ამ სტილამდეც, მაგრამ ახლა ასე არ არის”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები