გერმანია აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ 100 მანქანას აგზავნის

გერმანია აღმოსავლეთ უკრაინის დასახმარებლად 100-ზე მეტ სატვირთო მანქანას აგზავნის, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთით იქნება დატვირთული. ჰუმანიტარული დახმარება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის გერდ მიულერის ინიციატივით და გეგმით ხორციელდება. ტვირთის შემადგენლობაში სამშენებლო მასალები, გასათბობი საშუალებები, გასაშლელი საწოლები და შედის. ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები