ლავროვს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, თვითმფრინავის საწვავის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო თვითმფრინავის საწვავის შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ლავროვმა თქვა, რომ სანქციების გამო მეგობრულად განწყობილმა ქვეყნებმაც კი უარი თქვეს თვითმფრინავის საწვავის შევსებაზე. ამიტომ ფიქრობს, აჯობებს, თუ ილ-96-ით იფრენს.
სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ მსგავსი პრობლემა ბრაზილიაში ვიზიტის დროს წარმოიშვა. შემდეგ კი, ლავროვს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ლულა და სილვასთან შეხვედრაზე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაურო ვიეირას თვითმფრინავით მოუწია გაფრენა.
„ზოგიერთ სახელმწიფოში ნეოკოლონიალიზმი ჯერ კიდევ არსებობს“,- განაცხადა ლავროვმა.