სამხრეთ კორეაში აბარებენ გამოცდას, რომელიც 8 საათს გრძელდება და აბიტურიენტების მომავალს განსაზღვრავს

14 ნოემბერს, სამხრეთ კორეელი აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას, რომელზე გასვლამდეც სატესტო რეჟიმში ცხოვრობენ და ცდილობენ, მიჰყვნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ გამოცდის დროს ექნებათ, – ამის შესახებ BBC წერს.

გამოცდა, რომელიც რვა საათი გრძელდება, განსაზღვრავს, რომელ უნივერსიტეტში მოხვდებიან აბიტურიენტები, როგორი სამუშაოს შოვნას შეძლებენ ისინი და რა შემოსავალი ექნებათ მომავალში.

ზოგიერთი აბიტურიენტი რამდენიმე დღით ადრე ჭამს ერთსა და იმავე საკვებს. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მის კარგად მონელებას შეძლებენ. მათ არ უნდა მიირთვან უმი, მწარე საკვები და ცომეული, რადგან რვასაათიანი გამოცდის დროს არ არის რეკომენდებული საპირფარეშოში გასვლა, ვინაიდან აბიტურიენტები საგამოცდო ოთახში სწრაფად დაბრუნებას ვერ შეძლებენ და ბევრ დროს დაკარგავენ.

სამხრეთ კორეელების თქმით, ეს არის ერთადერთი შანსი აბიტურიენტებისთვის, აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები.

აბიტურიენტებს საგნებს შორის აქვთ 20-წუთიანი შესვენება, ხოლო 50 წუთი სადილისთვის ეძლევათ.

გამოცდა ხუთი აუცილებელი საგნისგან შედგება – ეს არის კორეული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა, კორეის ისტორია და საზოგადოებრივი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. შემდეგ, მათ უნდა ჩააბარონ დამატებითი გამოცდა ფრანგულ, ჩინურ, იაპონურ, რუსულ ან არაბულ ენებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები