რუსებმა ილინკას დასახლება დაიპყრეს და აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწიეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს. მტერი ცდილობს გააფართოოს კონტროლი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში,- ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, რუსული ჯარები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ.
“მტერმა ილინკას ოკუპაცია მოახდინა და ასევე წინ წაიწია ნოვოდონეცკთან, ტრუდოვოისა და კუპიანსკთან,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტელეგრამ არხების ცნობით, რუსული მხარე, რომელმაც მიიღო ინფორმაცია მათი წარმატებების შესახებ, ცდილობდა მხარდამჭერი ძალების გაგზავნას, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერს დაარტყეს.
“მტრის ძალების წინსვლა აღმოსავლეთ რეგიონში არის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ძალების პოზიციების გაძლიერებას და ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალების შესაძლებლობების შეზღუდვას”,- წერს ადგილობრივი მედია.