Reuters: ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან ღაზის სექტორში მიმდინარე სიტუაციის გამო პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, წერილში, რომელიც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა, შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისრაელმა ეს შეშფოთებები დღემდე არ გაითვალისწინა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველად შემომაქვს წინადადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დებულების გამოყენებით შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან“, – წერს ბორელი.
ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. როგორც სააგენტო იუწყება, ევროპელი დიპლომატების ნაწილი ბორელის ამ ინიციატივას არ ეთანხმება.
ბორელის წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები 18 ნოემბერს განიხილავენ.