ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰეზბოლას” ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულები „რადვანის“ ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც „ჰეზბოლა“ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები