ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ – ახლა კი შეშფოთებულნი არიან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მათი ოცნება დაასრულა
გულითადად ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას, ოპოზიციამ ერთმნიშვნელოვნად წააგო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ ისეთივე [საარჩევნო] პროგრამა აქვს, როგორც ჩემს პარტიას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ექსტრემისტურ ლგბტ იდეოლოგიასა და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ „მაიდანის“ რევოლუციებს. დღეს [ევროპაში] პროგრესული ტოტალიტარიზმი გვაქვს. თავისუფალი აზრის უფლება არ გაქვთ. დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა კი შეშფოთებულნი არიან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მათი ოცნება დაასრულა“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.