ლიბანში ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ლიბანის რამდენიმე რაიონში ისრაელის დარტყმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 122 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრი ავრცელებს.

„სამშაბათს, 12 ნოემბერს… ისრაელის მტრის თავდასხმის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და 122 დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიბანზე ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან დღემდე, დაღუპულთა საერთო რიცხვი 3365-მდე გაიზარდა, 14 344-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები