ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს მთავრობის დამხობის მიზნით მასობრივი არეულობის მოწყობაში ადანაშაულებენ.

„17 ნოემბერს ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი ეროვნული სპორტული თამაშების გამოყენებით ძალადობრივი და არაკონსტიტუციური აქტებისკენ მოწოდებებს გეგმავდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულებს შორის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები