ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში დღეს შეხვდება

დღეს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უმასპინძლებს, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის ცნობით, შეხვედრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის დემონსტრაცია იქნება.

„ეს არის ის, რაც ნორმაა. ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს. ბაიდენს ნორმების სჯერა, მას ჩვენი ინსტიტუტების სჯერა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენსა და ტრამპს შორის შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები