ოკუპირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი ააფეთქეს

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც შავი ზღვის ფლოტის 1-ელი რანგის კაპიტანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით მოხდა. 45 წლამდე კაცმა ქვედა კიდურები დაკარგა.

მოგვიანებით სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ მამაკაცი დაიღუპა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ე.წ. გუბერნატორმა „დივერსიის შესაძლებლობაზეც“ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები