ბეირუთზე ისრაელის თავდაცვის ძალების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

“ცაჰალმა” ბეირუთის სამხრეთ და აღმოსავლეთ გარეუბნებზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელის არმიაში ამტკიცებენ, რომ “ჰეზბოლას” საბრძოლო შესაძლებლობები ამჟამად მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

მათივე განმარტებით, ისრაელის სამიზნე არის სირია-ლიბანის სასაზღვრო ზონაც, რაც “ჰეზბოლას” მებრძოლებს იარაღის შეძენას ურთულებს. ეს დარტყმები არის IDF-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობების დემონტაჟისა და დეგრადაციისთვის.

IDF აგრძელებს ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმას დაჰიეს რაიონში.

თავის მხრივ, “ჰეზბოლაში” ამტკიცებენ, რომ მათ ისრაელის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები